
ანა სესაძე

შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ანა სესაძე არის შპს „SFAI Georgia“-ს შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას აქვს რვა წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება უძრავი და მოძრავი ქონების, არამატერიალური აქტივებისა და ბიზნესის შეფასების, ასევე შეფასებასთან დაკავშირებული ხარისხის კონტროლის მიმართულებით სხვადასხვა სექტორში. მისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება მოიცავს საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებას, სამრეწველო აქტივებს, ენერგეტიკის სექტორს, საცალო და საბითუმო ვაჭრობას, მომსახურების სფეროსა და სხვა ინდუსტრიებს. ანას აქვს ძლიერი ანალიტიკური უნარები, გამორჩეული ლიდერული შესაძლებლობები და დიდი გამოცდილება გუნდების, მსხვილი პროექტების და კომპლექსური შეფასების პროცედურების მართვაში.
შპს „SFAI Georgia“-ში გადმოსვლამდე ანა მუშაობდა სს „საქართველოს ბანკში“ რამდენიმე წამყვან პოზიციაზე, მათ შორის ხარისხის კონტროლისა და რეპორტინგის ჯგუფის ხელმძღვანელად. მუშაობის პერიოდში ის ხელმძღვანელობდა შიდა ხარისხის სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვას, ახორციელებდა სისტემური გაუმჯობესებების პროცესის მართვას IT გუნდებთან თანამშრომლობით, ატარებდა სტრატეგიულ აუდიტს და უზრუნველყოფდა როგორც მარეგულირებლის, ასევე შიდა შეფასების მეთოდოლოგიებთან შესაბამისობას.
ანა ასევე მუშაობდა Cushman & Wakefield-ში, სადაც სხვადასხვა პერიოდშიიკავებდა შეფასების დეპარტამენტის მოადგილის და ინსპექტირების გუნდის ხელმძღვანელისპოზიციებს. მისი პასუხისმგებლობები მოიცავდა ინსპექტირების გუნდის ხელმძღვანელობას, მაღალი დონის შიდა აუდიტის ჩატარებას, ოპერაციული პროცესების კოორდინაციას, რეკრუტირების პროცესების მართვას და შეფასების ანგარიშების სიზუსტისა და მთლიანობის უზრუნველყოფას.
ანას მიღებული აქვს განათლება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით. არის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებელი. იგი ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.
შპს „SFAI Georgia“-ში ანა პასუხისმგებელია უძრავი და მოძრავი ქონების, არამატერიალური აქტივებისა და ბიზნესის შეფასების პროცესების ზედამხედველობაზე. იგი ხელმძღვანელობს შეფასების გუნდს, უზრუნველყოფს შიდა ხარისხის კონტროლის პოლიტიკების შემუშავებასა და გაძლიერებას. ანა ასევე კოორდინირებს კლიენტებთან კომუნიკაციის პროცესს, ხელმძღვანელობს მსხვილი მასშტაბის შეფასების პროექტებს, ახორციელებს შიდა მეთოდოლოგიურ მიმოხილვებს და აქტიურად მონაწილეობს კომპანიის ბიზნესის განვითარებაში.