top of page
გოჩა მამათელაშვილი

გოჩა მამათელაშვილი

In-Blue-128 WT.png

ფინანსური ანგარიშგების მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელი

გოჩა არის შპს მართვის საკონსულტაციო ჯგუფის ?. მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის15 წლიანი გამოცდილება აუდიტის, ფინანსური მენეჯმენტის, საკონსულტაციო მომსახურების და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის სადაზღვევო, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, ენერგეტიკის, მშენებლობის და სხვა. 

ასევე აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკში საზედამხედველო მიმართულებით.


გოჩა  2015 – 2022 მუშაობდა სხვადასხვა წამყვანი სადაზღვევო კომპანიების  უმაღლეს მმართველ რგოლებში საფინანსო, შიდა აუდიტის და საოპერაციო მიმართულებების ხელმძღვანელ პოზიციებზე.


2008 – 2013 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო ზედამხედველობის ადგილზე შემოწმების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც მოიცავდა სადაზღვევო, ფასიანი ქაღალდების და მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობას.


გარდა ამისა გოჩა სხვადასხვა პერიოდებში ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების მართვის მიმართულებით მუშაობდა ქვეყნის ენეგეტიკული სექტორის წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა სს “საქნავთობი”, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” და სს “თელასი”.


გოჩა არის საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კვალიფიციური წევრი. 2006-2010 წლებში გაიარა სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის სწავლების სრული კურსი („ACCA“). გოჩას დამთავრებული აქვსივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.  ფლობს, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

bottom of page